Mandriva Linux

მითითებები ინსტალაციისათვის

აუცილებელი კონფიგურაციიიია

უმეტეს შემთხვევაში, Mandriva Linux-ის ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ საკმარისია საინსტალაციო დისკი კომპიუტერში ჩადოთ და კომპიუტერი გადატვირთოთ. იხილეთ პუნქტი 1.

შენიშვნა:


ქვემოთ მოყვანილი Mandriva Linux-ის ინსტალაციის რამდენიმე გზა:

  1. პირდაპირ საინსტალაციო დისკიდან ჩატვირთვა
  2. Windows-იდან ჩატვრირთვადი საინსტალაციო დისკეტის შექმნა
  3. ინსტალაციის სხვა მეთოდები


1. პირდაპირ საინსტალაციო დისკიდან ჩატვირთვა

საინსტალაციო დისკი ჩატვირთვადია. უმეტეს შემთხვევაში, უბრალოდ ჩადეთ დისკი და გადატვირთეთ კომპიუტერი. მიყევით მითითებებს: დააჭირეთ [Enter] ღილაკს ინსტალაციის დასაწყებად, ან დააჭირეთ [F1]-ს დამატებითი ინფორმაციისათვის.

შენიშვნა:

ზოგიერთ მობილურ კომპიუტერზე შესაძლოა ჩატვირთვამ არ იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ცადეთ მეორე კომპაქტ-დისკიდან ჩატვირთვა - იგი ასევე ჩატვირთვადია, მაგრამ ჩატვირთვის უფრო “გამოცდილ” მეთოდს იყენებს. როდესაც სისტემა მოითხოვს, გამოცვალეთ CD. თუ მეორე CD-დან ჩატვირთვამაც არ გაამართლა, მოემზადეთ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტის დასამზადებლად. იხილეთ პუნქტი 2 დამატებითი ინფორმაციისათვის.

[გვერდის დასაწყისი]


2. Windows-იდან ჩატვრირთვადი საინსტალაციო დისკეტის შექმნა

თუ თქვენს კომპიუტერს CD-ROM მოწყობილობიდან ჩატვირთვა არ შეუძლია, თქვენ მოგიწევთ Windows-ში შექმნათ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი შემდეგნაირად:

ინსტალაციის დასაწყებად:

[გვერდის დასაწყისი]


3. ინსტალაციის სხვა მეთოდები

თუ გარკვეული მიზეზების გამო აღწერილი საინსტალაციო მეთოდები თქვენს საჭიროებებს არ შეესაბამება (მაგ გნებავთ ქსელიდან ინსტალაცია, ან pcmcia მოწყობილობების დრაივერის ჩაწერა და ა.შ.), მაშინ თქვენ ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი უნდა დაამზადოთ:

ხოლო “xxxxx.img” ჩაანაცვლეთ რომელიმე შესაბამისი საინსტალაციო ჩატვირთვადი იმიჯით:

cdrom.img CD-ROM-იდან ინსტალაცია
hd_grub.img მყარი დისკიდნ ინსტალაცია (Linux-იდან, Windows-იდან ან ReiserFS ფაილის სისტემიდან)
აქ თქვენ შეგიძლიათ მისი თქვენს სისტემაზე კონფიგურირება: http://qa.mandriva.com/hd_grub.cgi
network.img ინსტალაცია ftp, nfs ან http გზით
შენიშვნა: თქვენ მოგიწევთ floppy დისკის მოწყობილობაში network_drivers.img-ის ჩადება, როდესაც ამას სისტემა მოგთხოვთ
pcmcia.img pcmcia მოწყობილობიდან ინსტალაცია (გაფრილება: უმეტესი pcmcia ტიპის ქსელური ადაპტერებს უკვე პირდაპირი მხარდაჭერა გააჩნია network.img-დან)

თქვენ ასევე შეგიძიათ ჩაწეროთ boot.iso კომპაქტურ დისკზე და იქიდან მოახდინოთ საინსტალაციო სისტემის ჩატვირთვა. მას ყველა საინსტალაციო მეთოდის მხადაჭერა გააჩნია (CD, ქსელი, მყარი დისკი).

[გვერდის დასაწყისი]


თქვენ ასევე შეგიძლიათ ინსტალაციის ტექსტურ-რეჟიმში ჩართვა, იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულ გრაფიკულ ისტალაციას შეფერხებები გააჩნია. ამისათვის დააჭირეთ [F1]-ს Mandriva Linux-ის მისალმების ეკრანზე, და ჩაწერეთ text ბრძანებათა ზოლზე.

თუ თქვენ გსურთ უკვე ინსტალირებული Mandriva Linux სისტემის გადარჩენა/შეკეთება, ჩადეთ საინსტალაციო CD-ROM (ან შესაბამისი ჩატვირთვადი საინსტალაციო დისკეტი), დააჭირეთ [F1]-ს Mandriva Linux-ის მისალმების ეკრანზე და აკრიფეთ rescue ბრძანებათა ზოლში.

მოინახულეთ http://www.mandrivalinux.com/drakx/README დამატებითი ტექნიკური ინფორმაციისათვის.

[გვერდის დასაწყისი]


ქვემოთ მოცემულია ინსტალაციის მთავარი საფეხურები:

  1. ჩადეთ საინსტალაციო CDROM (ან საინსტალაციო ჩატვირტადი დისკეტი, თუ ეს აუცილებელია) და გადატვირთეთ სისტემა.
  2. დააჭირეთ [Enter]-ს Mandriva Linux-ის მისალმების ეკრანის გამოჩენისას და გულდასმით გაეცანით მითითებებს.
  3. როდესაც ინსტალაცია დასრულდება, ამოიღეთ კომპაქტ-დისკი (ასევე საინსტალაციო ჩატვირთვადი floppy დისკეტი, თუ ისიც ჩადებულია); თქვენი კომპიუტერი თავიდან ჩაირთვება. თუ ეს ავტომატურად არ მოხდა, გადატვირთეთ იგი ხელით.
  4. დაიწყება Mandriva Linux. საწყისი ჩატვირთვისას თქვენ შეგიძლიათ სისტემაში შესვლა ინსტალაციის დროს მითითებული მომხმარებლის მონაცემებით, ან როგორც პრივილეგირებულ მომხმარებელ root-ს.

გაფრთხილება:

პრივილეგირებილი "root" ანგარიში თქვენ ლინუქსის სუსტემაში ნებისმიერი ოპერაციის შესრულების უფლებას განიჭებთ. სასურველი ეს ანგარიში მხოლოდ ლინუქსის კონფიგურაციის ან ადმინისტრირებისათვის გამოიყენოთ. ყოველდღიური მიზნებისათვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი მომხმარებლის ანგარიში, რომელის კონფიგურიებაც "userdrake" ხელსაწყოს მეშვეობითაც არის შესაძლებელი, ან ბრძანებებით "adduser" და "passwd".

წარმატებებს გისურვებთ Mandriva Linux-ის გამოყენებისას !

[გვერდის დასაწყისი]


დამატებითი დახმარებისათვის, მოინახულეთ: